საქართველოს თურქეთის სამხედრო გემები მოადგა

© FB / Зураб Патарадзеთურქეთის სამხედრო–საზღვაო ძალების გემი
თურქეთის სამხედრო–საზღვაო ძალების გემი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების გემების დათვალიერების საშუალება ექნებათ.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების სარაკეტო კატარღა და ფრეგატი ბათუმის ნავსადგურს ეწვია, ნათქვამია აჭარის მთავრობის ვებ–გვერდზე გამოაქვეყნებულ განცხადებაში.

ბათუმის ნავსადგურს თურქული სამხედრო წვრთნების, "ზღვის ვარსკვლავი 2017"-ის ფარგლებში, სარაკეტო კატარღა TCG Kalkan (P-331) და ფრეგატი TCG Yıldırım (F-243) ეწვია. გემების ეკიპაჟის წევრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ და ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა უმასპინძლეს.

"მადლობა მინდა გადავუხადო ეკიპაჟის წევრებს ჩვენს ქალაქში ვიზიტისთვის. დადებითი ფაქტია, რომ აქტიურად ვითარდება ორ ქვეყანას შორის სამხედრო კუთხით თანამშრომლობა. სტრუქტურებს შორის ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი", — განაცხადა პატარაძემ.

ამერიკული სამხედრო სწავლება საქართველოში ღირსეული პარტნიორი - Sputnik საქართველო
საქართველოში ივლისში სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი — 2017" გაიმართება

შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული იასინ თემიზქანი ესწრებოდა, პატარაძემ ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის უკვე არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ეს ურთიერთობები უფრო გაღრმავდება.

გემები საქართველოში 5 აპრილამდე დარჩება. ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს 4 აპრილს გემების დათვალიერების საშუალება ექნებათ, 5 აპრილს კი საქართველოს სანაპირო დაცვის ერთეულებთან ერთობლივი წვრთნები ჩატარდება.

სამხედრო-საზღვაო წვრთნები "ზღვის ვარსკვლავი 2017" 27 მარტს დაიწყო და 7 აპრილს დასრულდება.

წვრთნების მიზანია ომისთვის მზადყოფნის დონის ამაღლება და შავ ზღვაში უსაფრთხოების მხარდაჭერა.

ბათუმის გარდა, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების, სამხედრო საჰაერო ძალების სარდლობისა და საზღვაო სასაზღვრო სამსახურის სანაპირო დაცვის გემები ნოვოროსიისკის, ოდესის, კონსტანცასა და ვარნას ნავსადგურებს ეწვივნენ.

ყველა ახალი ამბავი
0