თბილისი, 3 აპრილი— Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების ყველა ვერსია განიხილება, მათ შორის, ტერორიზმის ვერსიაც, იუწყება „Sputnik ბელარუსი".
რუსეთის ლიდერის თქმით, არ გამოირიცხება აფეთქების ყოფითი და კრიმინალური ვერსიები. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს აფეთქების დროს დაზარალებულების დასახმარებლად.
„მიზეზები, ჯერჯერობით, გარკვეული არ არის, ამიტომ ამაზე ადრეა საუბარი. გამოძიება ყველაფერს აჩვენებს. მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენ ყოველთვის ვიხილავთ ყველა ვერსიას: ყოფითსაც, კრიმინალურსაც, უპირველეს ყოვლისა, ტერორისტული ხასიათის გამოვლინებებს“, — განაცხადა პუტინმა ბელარუსის ლიდერთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე.
მომხდარი ფაქტის გამო რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა დაღუპულებისა და დაშავებულების მისამართით თანაგრძნობა და ღრმა მწუხარება გამოთქვა.
„მე უკვე ველაპარაკე სპეციალური სამსახურების ხელმძღვანელებს, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორს. სამართალდამცავი ორგანოები და სპეციალური სამსახურები მუშაობენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მომხდარის მიზეზები გაირკვეს და სრული შეფასება გაკეთდეს იმის, რაც მოხდა“, — განაცხადა მან. Санкт-Петербург | РОССИЯ ★ На станции метро «Площадь Восстания» обезврежено СВУ (карта) ⇢ pic.twitter.com/VHveSD5TiF
— MilitaryMaps (@MilitaryMaps) 3 апреля 2017 г.
აფეთქება ორშაბათს, დილით, სანკტ-პეტერბურგის მეტროში მოხდა, რის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი დაშავდა, განიხილება სხვადასხვა ვერსია. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, დაუდგენელი მოწყობილობის აფეთქება მატარებლის ვაგონში დაახლოებით 14:40 საათზე მოხდა, მეტროსადგურებს „ტეხნოლოგიჩესკი ინსტიტუტსა“ და „სენნაია პლოშჩადს“ შორის.
სანკტ-პეტერბურგის ყველა მეტროსადგური ამ დროისათვის დაკეტილია.