თბილისი, 3 მარტი — Sputnik. პეტერბურგელი ლუდმილა ვინნიკი, რომელიც მეტროს სადგურში მომხდარ აფეთქებას შეესწრო, ამბობს, რომსადგურში უამრავი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც შეშინებულები გარბოდნენ გასასვლელისკენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
„სწორედ მაგ მომენტში უნდა გადავმჯდარიყავი იმ ხაზზე, სადაც აფეთქება მოხდა… დამწვრის სუნი იდგა, ხალხი გარბოდა, იდგა კვამლი და ყველანი ესკალატორებისკენ გარბოდნენ“, — განაცხადა თვითმხილველმა.
ვრცელდება ინფორმაცია 50 დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ.
При взрывах в петербургском метро пострадали 50 человек https://t.co/EhEKR3CSTF pic.twitter.com/qE53sKPwkE
— РИА Новости (@rianru) 3 апреля 2017 г.
მანამდე წყარომ საგანგებო სამსახურებიდან РИА Новости-ს აცნობა, რომ აფეთქება, წინასწარი მონაცემებით, ორ სადგურზე მოხდა: „სენნაია პლოშჩადზე“ და „ტეხნოლოგიჩესკი ინსტიტუტზე, არიან დაშავებულები და დაღუპულები. ამ დროისათვის მეტრო ყველა სადგური გადაკეტილია.
Первые кадры с места взрывов в петербургском метро. Следите за новостями в нашем онлайн-репортаже https://t.co/EhEKR3CSTF pic.twitter.com/b0BgAEEuGV
— РИА Новости (@rianru) 3 апреля 2017 г.