აფეთქება პეტერბურგის მეტროში - კარგად დაგეგმილი ტერაქტია

© REUTERS / Anton Vaganovაფეთქება სანკტ-პეტერბურგის მეტროში
აფეთქება სანკტ-პეტერბურგის მეტროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანკტ-პეტერბურგის მეტროსადგურში „სენნაია პლოშჩად“ ვაგონში აფეთქება მოხდა, რის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ათი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა.

თბილისი, 3 აპრილი— Sputnik. აფეთქება სანკტ-პეტერბურგის მეტროში — კარგად დაგეგმილი ტერორისტული აქტია, განუცხადა „Sputnik“-ს ანტიტერორის ქვედანაყოფის „ალფას“ ვეტერანთა ასოციაციის პრეზიდენტმა სერგეი გონჩაროვმა. ექსპერტმა მომხდარის პოლიტიკურ სარჩულზე ისაუბრა, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ დედაქალაქში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

აფეთქება ორშაბათს, დილით, სანკტ-პეტერბურგში მეტროსადგურზე „სენნაია პლოშჩად“ მოხდა. წინასწარი მონაცემებით, ვაგონში მომხდარი აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. ვაგონში მოთავსებული ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, გამანადგურებელი ელემენტებით იყო გაჯერებული. 

 „იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც ახლა ჩვენ ვაკვირდებით, მე იმისკენ ვიხრები, რომ მოხდა ტერაქტი. ვაგონის დაზიანებები და დაღუპულთა დიდი რაოდენობა მოწმობს იმას, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა საკმაოდ მძლავრი იყო. აფეთქება დახურულ სივრცეში მოხდა, რითიც აიხსნება მსხვერპლის დიდი რაოდენობა, — აღნიშნა ექსპერტმა. — გარდა ამისა, სანკტ-პეტერბურგში იყო მონაცემები, რომ ორშაბათს სხვა მეტროსადგურებში თითქოსდა გარკვეული შეკვრები უნახიათ, ჩანთები ამოუცნობი საგნებით“. 

სანქტ–პეტერბურგის მეტროს სადგური ნევსკი პროსპექტი, მემანქანე შემოვლას ახორციელებს - Sputnik საქართველო
აფეთქებები სანქტ–პეტერბურგის მეტროში: დაიღუპა 10 ადამიანი

 „სენნაია პლოშჩადის“ და „ტეხნოლოგიჩერსკი ინსტიტუტის“ სადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული, განუცხადა „Sputnik“-ს ჟურნალ „КОНСУЛ“-ის პოლიტიკურმა მიმომხილველმა დმიტრი კოკომ, რომელიც ინციდენტის ადგილას იმყოფებოდა. ცნობილია, რომ რამდენიმე დაშავებული მარიინის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარის ადგილზე 80-ზე მეტი მაშველი მუშაობს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ განიხილება ყველა ვერსია, მათ შორის, ტერაქტისაც. სანკტ-პეტერბურგის ყველა მეტროსადგურის შესასვლელ-გამოსასვლელი დაკეტილია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ამ მომენტში სანკტ-პეტერბურგის მახლობლად რუსეთის ლიდერი მოლაპარაკებებს ბელარუს კოლეგასთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მართავს. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0