თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. სანქტ–პეტერბურგის მეტროს ორ სადგურზე მომხდარი აფეთქებების დროს, წინასწარი მონაცემებით, 10 ადამიანი დაიღუპა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости საგანგებო სამსახურებში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
"წინასწარი ინფორმაცია – ათი დაღუპული, რიცხვი ზუსტდება", – განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.
РИА Новости ასევე იუწყება, რომ დაშავებულთა შორის არიან ბავშვები. დაშავებულთა რაოდენობა დგინდება.
„აფეთქებისას დაშავებულთა შორის არიან ბავშვები, რომლებიც, დიდი ალბათობით, საგაზაფხულო არდადებებზე იმყოფებოდნენ. თუმცა მათი რაოდენობა, ვინაობა ამჟამად უცნობია“, – განაცხადა ანონიმურმა წყარომ სამართალდამცველ ორგანოებში.