თვითმხილველი: ახლა მეტროსთან პანიკაა, თავზე ვერტმფრენები დაგვტრიალებს...

© AFP 2024 / Alexander TARASENKOV / INTERPRESSაფეთქება პეტერბურგის მეტროში
აფეთქება პეტერბურგის მეტროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკუთარი თვალით ვუყურებ, როგორ გამოჰყავთ და გამოაქვთ ადამიანები. ეს საშინელი სანახავია.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქება მოხდა. Sputnik-ი ერთ-ერთ პეტერბურგელს, სახელად ალექსანდრს დაუკავშირდა, რომელმაც გვიამბო: 

ახლა მეტროსთან უამრავი ადამიანია, პანიკაა, თავზე ვერტმფრენები დაგვტრიალებს. ხალხი ყველაფრის გადაღებას და ნათესავებთან დარეკვას ცდილობს…

საკუთარი თვალით ვუყურებ, როგორ გამოჰყავთ და გამოაქვთ ადამიანები. ეს საშინელი სანახავია.

აფეთქება პეტერბურგის მეტროში - Sputnik საქართველო
აფეთქება პეტერბურგის მეტროში: პირველი წუთები — თვითმხილველის მონათხრობი

მადლობა ღმერთს, მე გამიმართლა. ის იყო, მეტროს მივუახლოვდი, რომ აფეთქებაც მოხდა. მეტროდან ხალხი ამორბოდა. იყო პანიკა. გამოდიოდნენ ისეთებიც, ვისაც არფერი დაშავებოდა და ისეთებიც, რომლებსაც სახე და ხელები სისხლით ჰქონდათ მოთხვრილი და ტანსაცმელი შემოფლეთოდათ.  მერე უკვე იმათი გამოყვანაც დაიწყეს, ვისი გადარჩენაც მოხერხდა.

ყველა ფიქრობს, რომ ეს ტერაქტი იყო. თვითმხილველები და დაშავებულები ამბობენ, რომ „სენნაია პლოშჩადსა“ და „ტეხმოლოგიჩესკი ინსტიტუტს“ შორის იმყოფებოდნენ, როცა ორ ვაგონში აფეთქება მოხდა.

შეგახსენებთ: დღეს სანქტ-პეტერბურგის მეტროს ორ სადგურში აფეთქება მოხდა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაშავებული და დაღუპულია 50 ადამიანი. განიხილება ტერაქტის ვერსია.

ყველა ახალი ამბავი
0