TCR IS-ის "ქართული სტარტი: რუსთავში გამართული რბოლის კადრები

გამოწერა

ძარიან ავტომობილებს შორის რბოლის საერთაშორისო სერიის TCR IS-ის ახალი სეზონი დაიწყო საქართველოში. სპორტის ეს სახეობა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს პროფესიონალი ავტომრბოლელები Rustavi International Motorpark ტრასაზე.

TCR IS-ის საერთაშრისო სერიის ძარიანი ავტომობილების რბოლა უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. წელს ჩემპიონატის ორგანიზატორებმა სტარტის ადგილად საქართველო აირჩიეს, სადაც შეჯიბრის პირველი ეტაპი გაიმართა. 

თბილისელებს აჩვენეს TCR-ს რბოლის ბოლიდები - Sputnik საქართველო
თბილისელებს TCR-ს რბოლის ბოლიდები უჩვენეს: რბოლა პირველად ჩატარდება საქართველოში

მიმდინარე ჩემპიონატში 13 გუნდია დარეგისტრირებული. შეჯიბრის პირველ ეტაპში მონაწილეობა ცხრა მათგანმა მიიღო: GE-Force (საქართველო), ამ მომენტისათვის 52 ქულით ლიდერობს, M1RA (45 ქულა), Lukoil Craft-Bamboo Racing (41), Leopard Racing Team WRT (25), Zele Racing (21), Comtoyou Racing (15), WestCoast Racing (13), DG Sport Compétition (4) და გუნდი Icarus Motorsports, რომელსაც ჯერ მხოლოდ 1 ქულა აქვს მოპოვებული.

გუნდის GE-Force შემადგენლობაში ორი ქართველი პილოტია — დათა ქაჯაია და შოთა აბხაზავა, ასევე სერბი მრბოლელი დუშან ბორკოვიჩი (Dušan Borković), რომელიც ასევე არის სერბეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატი სერბეთის პრეგრესიული პარტიიდან. დათა ქაჯაიას და დუშან ბორკოვიჩის ოსტატობის წყალობით, გუნდი GE-Force, რომლის პილოტებიც მართავენ ავტომობილს Alfa Romeo Giulietta, ამ დროისათვის სატურნირო დაფაზე ლიდერობენ, ხოლო თავად დავით ქაჯაია 38 ქულით მიმდინარე ჩემპიონატის ინდივიდუალურ რეიტინგში პირველ ადგილზეა.

რბოლის შემდგომი ეტაპი ბაჰრეინში 14-16 აპრილს გაიმართება. TCR IS 2017 სულ 10 ეტაპად არის დაყოფილი, თითოეული სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარდება, მათ შორის ბელგიაში, იტალიაში, ავსტრიაში, უნგრეთში, გერმანიაში, ტაილანდში, ჩინეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. 

ყველა ახალი ამბავი
0