თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. რუსული მხარე არ ფლობს ინფორმაციას სანკტ-პეტერბურგის მეტროსადგურებს „სენნაია პლოშჩად“ და „ტეხნოლოგიჩერსკი ინსტიტუტს“ შორის მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და გარდაცვლილთა შორის არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები, ნათქვამია საქართველოს საგარეო სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სანკტ-პეტერბურგის ორ მეტროსადგურს — „სენნაია პლოშჩადსა“ და „ტეხნოლოგიჩერსკი ინსტიტუტს“ შორის აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, წინასწარი ინფორმაციით 10 ადამიანი გარდაიცვალა, 20-ზე მეტი კი დაშავდა.
„ამ ეტაპზე რუსეთის მხარე არ ფლობს ინფორმაციას დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ. სანკტ-პეტერბურგში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს ინტერესების სექციის საკონსულო განყოფილებასთან და გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაციები», — ნათქვამია განცხადებაში.
მომხდართან დაკავშირებით, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის საკონსულო განყოფილებაში ამოქმედდა „ცხელი ხაზი“: +7 926 926 2740.
გარდა ამისა, ასევე 24 საათიანი „ცხელი ხაზი“ მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.