სანქტ-პეტერბურგის მეტროს ორ სადგურზე მომხდარი აფეთქებების შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ათი ადამიანი. იხილეთ ვიდეოს პირველი კადრები ტრაგედიის ადგილიდან.
სანქტ-პეტერბურგის მეტროში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მომაკვდინებელ ელემენტებს შეიცავდა, იუწყება "რია ნოვოსტი" საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით.
"წინასწარი ინფორმაციით დაღუპულია ათი ადამიანი, რაოდენობა ზუსტდება", — განაცხადა სააგენტოსთან საუბარში წყარომ.
"რია ნოვოსტი" ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც, დაზარალებულთა რაოდენობა ჯერ კიდევ ზუსტდება. "აფეთქების შედეგად დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც, რომლებიც, სავარაუდოდ, საგაზაფხულო არდადეგებზე იმყოფებოდნენ. თუმცა მათი რაოდენობა, მათი სახელები ამ მომენტისათვის უცნობია", — განაცხადა წყარომ სამართალდამცავი ორგანოებიდან.