თბილისი, 2 აპრილი-Sputnik. თბილისში, პაოლო იაშვილის ქუჩა N16-ში შენობის სახურავი ჩამოინგრა, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში იყო შეტანილი, იტყობინება ტელეკომპანია "იმედი".
ადგილობრი მაცხოვრებლების ცნობით, შენობა ძალიან ძველია და სასწრაფოდ საჭიროა მისი შეკეთება-გამაგრება. მათ არაერთგზის მიმართეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და რაიონის ადმინისტრაციას, თუმცა ამ უკანასკნელთ არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ
მერიის წარმომადგენლები ადგილზე გამოცხადნენ და აღნიშნეს, რომ ექსპერტები ჩამონგრევის მიზეზებს დაადგენენ, რის შემდეგაც გამაგრების სამუშაოები დაიწყება. სახურავის ჩამონგრევისას არავინ დაზარალებულა.