თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. კვირას, სერბეთში რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები იმართება. ერთმანეთს პრეზიდენტობის 11 კანდიდატი ეცილება, იუწყება Sputnik Cpбиjа.
ხმის უფლება 6,7 მილიონ ამომრჩეველს აქვს, მათ შორის საზღვარგარეთ, კოსოვოსა და მეტოქიაში, სადაც არჩევნებზე პასუხისმგებელი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კავშირია. დაახლოებით 8,2 ათასი საარჩევნო უბანი იმუშავებს დილის 7.00 საათიდან (9.00 თბილისის დროით) საღამოს 20.00 (22.00 თბილისის დროით)-მდე.
მეორე ტური, თუ საჭირო გახდა, მართლმადიდებლურ აღდგომას გაიმართება- 16 აპრილს.
არჩევნებს თვალს ადევნებს 1955 სერბი და 126 უცხოელი დამკვირვებელი, 125 ორგანიზაციიდან, საარჩევნო კომისიიდან და საელჩოებიდან. მათ შორის — ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კავშირის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის დიპლომატიური კომისიების წარმომადგენლები.
გამოკითხვის შედეგად ფავორიტად ითვლება სერბეთის მთავრობის მეთაური და მმართველი, სერბეთის პროგრესული პარტიის ლიდერი ალექსანდრ ვუჩიჩი.