საფრანგეთში ორი არასრულწლოვანი გოგონა ტერაქტის მომზადებაშია ეჭვმიტანილი

© photo: Sputnik / Михаил Воскресенский / გადასვლა მედიაბანკშიფრანგი პოლიციელები
ფრანგი პოლიციელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
წყაროს ინფორმაციით, ჩხრეკის პროცესში ამოღებული მტკიცებულებები იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ტერაქტი ნამდვილად მზადდებოდა.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საფრანგეთის კონტრტერორისტული სამსახურის თანამშრომლებმა ორი არასრულწლოვანი გოგონა დააკავა, რომლებიც ტერაქტის მომზადებაში არიან ეჭვმიტანილები, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „ფრანს პრენსზე“ დაყრდნობით.

ფრანგი მაშველები - Sputnik საქართველო
აფეთქება პარიზის კარნავალზე: დაშავებულია 19 ადამიანი

თავის მხრივ, ფრანგულმა სააგენტომ ინფორმაცია საქმის გამოძიებასა და სასამართლოში მყოფი წყაროებისგან მიიღო.

„ფრანს პრესის“ ცნობით, 14 და 17 წლის გოგონები შაბათ დილას ნიცასა და მის მეზობლად მდებარე კომუნა ლევენსში დააკავეს.

„ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიცით ამ ტერაქტის მზადების ხარისხი“, — აცნობა სააგენტოს წყარომ გამოძიებიდან.

რაც შეეხება წყაროს სასამართლოში, მისი თქმით, ჩხრეკის პროცესში ამოღებული მტკიცებულებები იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ტერაქტი მზადდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩხრეკისას არანაირი იარაღი აღმოჩენილი არ ყოფილა.

ყველა ახალი ამბავი
0