ტრამპის ყოფილი პირადი ავტომანქანა აუქციონზე 270 ათას დოლარად გაიყიდა

დონალდ ტრამპის ყოფილი ფერარი აუქციონზე
დონალდ ტრამპის ყოფილი ფერარი აუქციონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს ტრამპის ყოფილი „ფერარის“ მესამე გაყიდვაა. ამერიკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ის 2007 წელს შეიძინა, ოთხი წლის შემდეგ კი გაყიდა.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ავტომანქანა Ferrari F430, რომელიც ადრე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეკუთვნოდა, ფლორიდაში აუქციონზე Auctions America გაიყიდა 270 ათას დოლარად, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „ფრანს პრესზე“ დაყრდნობით.

ჯერად კუშნერი და ივანკა ტრამპი - Sputnik საქართველო
მედია: ტრამპის ქალიშვილისა და სიძის ქონება 740 მლნ დოლარს შეადგენს

ეს ტრამპის ყოფილი „ფერარის“ მესამე გაყიდვაა. ამერიკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ის 2007 წელს შეიძინა პირადი სარგებლობისთვის, ოთხი წლის შემდეგ კი, როდესაც ავტომობილს დაახლოებით 3,8 ათასი კმ ჰქონდა გავლილი, გაყიდა.

ვინ შეიძინა მაშინ დონალდ ტრამპის ყოფილი მანქანა, არ მჟღავნდება.

„ასეთი ავტომობილები, რომლებსაც ცნობილი მფლობელები არ ჰყავდა, დაახლოებით 125-დან 175 ათას დოლარად იყიდება, გარბენის, მდგომარეობისა და მოწყობილობის გათვალისწინებით“, — განმარტა Auctions America-ს წარმომადგენელმა ემი კრისტიმ.

აღსანიშნავია, რომ Ferrari F430-ის მესამე მყიდველის სახელი არც ახლა ხმაურდება.

ყველა ახალი ამბავი
0