თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. თეთრმა სახლმა აშშ-ის ადმინისტრაციის თანამშრომლების ფინანსური მდგომარეობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად პრეზიდენტ ტრამპის მრჩევლების, მისივე ქალიშვილისა და სიძის ქონება 740 მლნ დოლარს აღემატება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ New York Times-ზე დაყრდნობით.
თეთრი სახლის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ჯარედ კუშნერმა ამერიკის ადმინისტრაციაში თანამდებობის დაკავებამდე მისი ოჯახის კუთვნილ 200-ზე მეტ კომპანიაში დატოვა პოსტები, ის კვლავაც იღებს სარგებელს მათი უმეტესობიდან.
პრეზიდენტის ქალიშვილმა, რომელიც ამ დღეებში დაინიშნა პრეზიდენტის მრჩევლად, უარი თქვა საკუთარ კომპანიებზე, თუმცა ძველებურად ინარჩუნებს წილს ვაშინგტონის ცენტრში მდებარე Trump International Hotel-ში.
ამერიკული გამოცემის ცნობით, ეთიკის კომიტეტი განიხილავს დოკუმენტებს, ადმინისტრაციის დაახლოებით 180 მაღალჩინოსნის თაობაზე ინფორმაციას შეიცავს, რათა შესაძლო კონფლიქტთა ინტერესი გამორიცხოს.
ადმინისტრაციაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დოკუმენტაციაში თეთრი სახლის თანამშრომლების ქონება ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობის დაწყების მომენტის მდგომარეობითაა აღწერილი.
სააგენტო „ბლუმბერგი“ მანამდე წერდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის თანამშრომელთა საერთო ქონება დაახლოებით 12 მილიარდ დოლარად ფასდება. შესაბამისად, ამჟამინდელი ადმინისტრაცია უმდიდრესია ამერიკის ისტორიის განმავლობაში.
The Hill-ი წერს, რომ რეალური ციფრი შესაძლოა კიდევ უფრო სოლიდური აღმოჩნდეს.