ქართულ ფილმებს გერმანიაში ფესტივალი goEast უმასპინძლებს

გამოწერა
ფილმი "ჩემი ბედნიერი ოჯახი" ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს goEast -ს გახსნის.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი goEast ქართულ ფილმებს უმასპინძლებს, იტყობინება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

კინოფესტივალი გერმანიაში 26 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით გაიმართება და მასზე არაერთი ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი.

goEast ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მხატვრული ფილმით "ჩემი ბედნიერი ოჯახი" გახსნება. ფილმი ცოტა ხნის წინ სანდენსისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე აჩვენეს, მოგვიანებით კი სოფიას კინოფესტივალზე ჯილდო საუკეთესო რეჟისურისთვის აიღო.

ქართულმა ფილმმა სხვისი სახლი რუსული კინოპრემია ნიკა მიიღო - Sputnik საქართველო
ქართულმა ფილმმა "სხვისი სახლი" რუსული კინოპრემია "ნიკა" მიიღო

კინოფესტივალზე goEast ნახავენ ბერლინის კინოფესტივალის მონაწილე კიდევ ერთ ქართულ ფილმს, რატი ონელის დოკუმენტურ ნამუშევარს "მზის ქალაქი". ფესტივალზე ასევე ნაჩვენები იქნება პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის ფილმი "ბუბა", ლანა ღოღობერიძის ფილმი "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" და ნუცა ალქესი-მესხიშვილის ფილმი "ბედნიერება".

კინოფესტივალის goEast ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა ქართველი რეჟისორები. ელენე მიქაბერიძე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტით "სასაზღვრო თამაშები" შერჩეულია ვორქშოპისთვის Young Filmmakers for Peace, ხოლო იოსებ "სოსო" ბლიაძე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტს "სერიოზული კაცი" წარადგენს "East-West Talant Lab"-ში.

ყველა ახალი ამბავი
0