თბილისი, 1 აპრილი-sputnik. თბილისის გრან-პრის გათამაშების მეორე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ვერც ერთი მედალი ვერ მოიპოვეს.
ყველაზე ახლოს წარმატებასთან ტატო გრიგალაშვილი(-73) იყო, მაგრამ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ყაზახ ჟანსაუ სმაგულოვთან დამარცხდა. ამ წონაში ოქრო უზბეკმა გიოსჯონ ბობოევმა მოიგო, რომელმაც ფინალში შვედი ტომი მაციასს მოუგო.
მედლები გათამაშდა 81 კგ.- მდე წონით კატეგორიაშიც. ყველას ბრაზილიელმა ვიქტორ პენალბერმა აჯობა, რომელმაც ფინალურ ორთაბრძოლაში რუსი ალან ხუბეცოვის წინააღმდეგობა დასძლია. ბრინჯაოს მედლები ყაზახ აზიზ კალკამანულსა და ირანელ საიდ მოლაის ერგოთ.
კვირას, შეჯიბრის დასკვნით დღეს, ძიუდოისტები მედლებს 90 და 100კგ-მდე და მძიმე წონებში გაითამაშებენ.