თბილისის ძიუდოს გრან-პრის ნახევარფინალებში სამი ქართველი გავიდა

© FB / Ministry of Transport of Georgiaამირან პაპინაშვილისა და მეხმან სადიგოვის შერკინება
ამირან პაპინაშვილისა და მეხმან სადიგოვის შერკინება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის გრან-პრის ტურნირზე ნახევარფინალური ორთაბრძოლები პარასკევს საღამოს გაიმართება.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. თბილისის გრან-პრიზე ნახევარფინალებში თავიანთ წონით კატეგორიებში გავიდნენ ქართველი ძიუდოისტები ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე —60 კგ) და ლაშა გიუნაშვილი (-66 კგ). გრან-პრი საქართველოს დედაქალაქში პარასკევს დაიწყო.

პაპინაშვილის მეტოქე იქნება რუსი ალბერტ ოგუზოვი, ხოლო ჩხვიმიანი უზბეკ მუხრიდინ ტილოვოვს შეხვდება.

რაც შეეხება გიუნაშვილს, ფინალში მოსახვედრად ის ბრაზილიელ ჩარლზ ჩიბანას შეხვდება, რომელიც მსოფლიოს 20 უძლიერესი ძიუდოისტის სიაშია შესული (მე-17 ადგილი).

ნახევარფინალური შეხვედრები თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

თბილისის გრან-პრი ძიუდოში 2 აპრილამდე გაგრძელდება. ტურნირში მსოფლიოს 36 ქვეყნის 252 სპორტსმენი მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0