თბილისი, 1 აპრილი-sputnik. სოფელ საქობოს საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ენტეროვირუსის გამო საავადმყოფოში მოხვდნენ, განაცხადა რაიონული კლინიკის ექიმმა ნანა თამაზიშვილმა ტელეკომპანია "Imedi"-ს ეთერში.
პარასკევს, ერთნაირი სიმპტომებით, საბავშვო ბაღიდან 9 ბავშვი მიიყვანეს საავადმყოფოში, ყველას მაღალი სიცხე და გულის რევა აწუხებდა.
"დღეს ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სიცხე აღარ აქვთ, არც გული ერევათ. ეს ენტეროვირუსი იყო. ბავშვები რჩებიან ექიმთა დაკვირვების ქვეშ"-განაცხადა თამაზიშვილმა.
მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი იკვლევს საბავშვო ბაღში ვირუსის გავრცელების მიზეზს.
ენტეროვირუსული ინფექცია- მწვავე ინფექციური დაავადებების მრავლობით ჯგუფს განეკუთვნება. ინფიცირება შესაძლებელია ჰაერ-წვეთოვანი გზით და გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე ჰიგიენური ნორმების დარღვევისას