როგორ გახდე ჯადოქარი: Ты супер!-ი ბავშვებს ოცნებას ჩუქნის

© PR НТВმუსიკალური კონკურსი "Ты супер!"
მუსიკალური კონკურსი Ты супер! - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებობს მარტივი რეცეპტი, როგორ გახდე ჯადოქარი: თუ ვინმეს დაეხმარები, შენს ირგვლივ სამყარო მაშინვე იცვლება - ეს ნამდვილი "ჩვეულებრივი სასწაულია", რომლის ჩადენა ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია.

ამჟამად არაჩვეულებრივი საბავშვო კონკურსი მიმდინარეობს — ტალანტების საერთაშორისო შოუ Ты супер!, რომლის ორგანიზატორები არიან ტელეარხი НТВ და საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ი.

კონკურსში რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან და სხვა ქვეყნებიდან — აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლოვიდან და ესტონეთიდან მშობლების ზრუნვამოკლებული ბავშვები მონაწილეობენ.

ბავშვები მოსკოვში უკვე ორი თვე ცხოვრობენ. მათი ყოველი დღე წუთებით არის გაწერილი — მეცადინეობა სპეციალისტებთან და მომზადება გამოსვლებისთვის. თუმცა არსებობენ კეთილი ჯადოქრები, რომლებსაც ბავშვების ცხოვრება უნდათ უფრო ფერადი გახადონ და ზოგიერთი მათი ოცნება აუხდინონ.

НТВ-ს პროექტის Ты - супер! მონაწილე ნანა ვარძელაშვილი და მომღერალი ირმა სოხაძე - Sputnik საქართველო
ირმა სოხაძე ნანას პროექტიდან Ты супер! ვოკალის გაკვეთილებს ჩაუტარებს

ბროდვეის ფიცარნაგზე

რუსული სცენის ვარსკვლავმა ალიონა ხმელნიცკაიამ ბავშვებს ნამდვილ ზღაპარში მოგზაურობა აჩუქა. მსახიობმა მათ პოპულარული ბროდვეის მიუზიკლის "კონკიას" კულისებს მიღმა ცხოვრება აჩვენა, სადაც დედინაცვლის როლს ასრულებს. შემდეგ ბავშვებმა დადგმას უყურეს და აღფრთოვანდნენ მისით. ყველაზე პატარა მონაწილე ტანია დუზენკო ემოციებს ვერ იკავებდა. შვიდი წლის გოგონა, რომელმაც თავისი ცხოვრების განმავლობაში ბევრი რამ გადაიტანა, დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყო: "კონკია ყველაზე ლამაზია, ყველაზე დახვეწილ კაბაში! მეც მინდა ვიყო მისნაირი: კეთილი და შრომისმოყვარე".

© PR НТВზღაპრული წარმოდგენა "თოვლის დედოფალი"
ზღაპრული წარმოდგენა თოვლის დედოფალი - Sputnik საქართველო
ზღაპრული წარმოდგენა "თოვლის დედოფალი"

ცირკის არენაზე

კონკურსის დასაწყისში გაირკვა, რომ ცირკში ყველა არ არის ნამყოფი. მაშინ მსოფლიოში ცნობილმა ძმებმა ზაპაშნებმა კონკურსანტებს ზღაპრულ წარმოდგენაზე "თოვლის დედოფალი" ბილეთები აჩუქეს. ანტრაქტში ბავშვებმა თავისი თვალით ნახეს, როგორ ემზადებიან გამოსვლისთის საცირკო წარმოდგენის მსახიობები.

ასკოლდ ზაპაშნიმ, ცნობილი საცირკო დინასტიის წარმომადგენელმა დამწყებ ვოკლაისტებს მხარი დაუჭირა: "მესმის რა რთულია დაძლიო სცენის შიში. არასდროს იცი, რა გელის, როგორ ჩაივლის წარმოდგენა. მთელი სულით და გულით ვგულშემატკივრობ ამ პატარა მსახიობებს და გამბედაობას ვუსურვებ!" 

საყვარელი იოლკას კონცერტზე

როგორც ცნობილია, პოპულარული რუსი მომღერალი იოლკა Ты супер!-ის ჟიურის წევრია. კონკურსის მონაწილეები მან საკუთარ კონცერტზე განსაკუთრებული სტუმრების სტატუსით მოიწვია. და ეს ჩვეულებრივი გამოსვლა არ იყო, ეს ნამდვილი მასტერ-კლასი იყო: ლიზა ყვებოდა, როგორ ემზადება ის გამოსვლებისთის, ახალგაზრდა ვოკალისტები კი დიდხანს არჩევდნენ მის სიმღერებს.

კინოგადაღებებზე

Ты супер! — მართლაც ის ადგილია, სადაც ოცნებები სრულდება. 15 წლის კალინინგრადელი კონკურსანტი ბოგდანი ოცნებობდა ენახა, როგორ იღებენ კინოს და სერიალებს. და მისი ოცნება ასრულდა, თანაც როგორ! ბოგდანი სერიალის По ту сторону смерти-ს გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა, ეს სერიალი НТВ-ს ეთერში 2017 წელს გავა. მთავარ როლებს სერიალში ასრულებენ სერგეი გარმაში, სვეტლანა ხოდჩენკოვა, ვიქტორია ისაკოვა და ილია ლიუბიმოვი. როდესაც ბოგდანი გადასაღებ მოედანზე მივიდა, მთავარ სცენას იღებდნენ. ბოგდანი ვიქტორია ისაკოვასთან ერთ სცენაშიც კი გადაიღეს. გადაღებების დღს ბოლოს ბოგდანმა აღიარა, რომ მომავალში მსახიობობა უნდოდა.

© PR НТВკალინინგრადელი 15 წლის კონკურსანტი ბოგდანი სერიალის "სიკვდილის მეორე მხარეს" გადაღებებზე
კალინინგრადელი 15 წლის კონკურსანტი ბოგდანი სერიალის სიკვდილის მეორე მხარეს გადაღებებზე - Sputnik საქართველო
კალინინგრადელი 15 წლის კონკურსანტი ბოგდანი სერიალის "სიკვდილის მეორე მხარეს" გადაღებებზე

სპორტულ ტურნირზე

პატარა სონია ალახვერდიევამ ყველას მოხიბვლა ჯერ კიდევ შესარჩევი ტურის დროს შეძლო. მან არაჩვეულებრივი პლასტიკურობა აჩვენა და გამოსვლის ბოლოს შპაგატშიც კი ჩაჯდა. იანა ბატირშინა, მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მხატვრული ტანვარჯიშის ოლიმიადის ვერცხლის პრიზიორი შეპირდა სონიას მხატვრული ტანვარჯიშის VI ღია ტურნირზე მისთვის პერსონალური საჩვენებელი გამოსვლა მოეწყო.

სონიას დაუდგეს ნომერი, შეუკვეთეს სპეციალური კოსტიუმი, იანას ქალიშვილებმა მას მანათობელი ვარდი აჩუქეს. ამ ვარდით გოგონა ჩვეული ბურთებისა და ლენტების მაგივრად გამოვიდა.

საბოლოო ჯამში საჩვენებელი ნომერი ზღაპრული გამოვიდა. იანა ბატირშინა დარწმუნებულია, რომ გოგონა წარმატებას სიმღერაში და ტანვარჯიშშიც მიაღწევს.

ყველა ზღაპარს აქვს დასასრული. მაგრამ Ты супер!-ის ჯადოქრობა გრძელდება. ორგანიზატორებს, ჟიურის წევრებს, ესტრადისა და ტელევიზიის ვარსკვლავებს ძალიან უნდათ, რომ თითოეულმა მონაწილემ მთავარო ოცნება აისრულოს — მოხვდეს სცენაზე, გააგრძელოს ვოკალის სწავლა და დიდი არტისტი გახდეს.

Sputnik-იც ამზადებს თვის სიურპრიზს. სააგენტო თავის ვებგვერდებზე კენჭისყრას ატარებს, მომხმარებლები "ლაიკების" დახმარებით ამა თუ იმ კონკურსანტს დაუჭერენ მხარს. ის, ვინც ყველაზე მეტ ხმებს დააგროვებს, სპეციალური პრიზის მფლობელი გახდება. სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული კონკურსანტების ბედის თავლის დევნება Sputnik-ის სოციალურ ქსელებში შეიძლება.

Ты супер!-ის შემდეგი ეთერი 1 აპრილს თბილისის დროით 21:00 საათზე НТВ-ს არხზე იქნება. თვალი ადევნეთ ეთერს!

ყველა ახალი ამბავი
0