ალიევმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, არ ჩაერიონ ყარაბაღის კონფლიქტში

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშიილჰამ ალიევი (აზერბაიჯანის პრეზიდენტი) და სერჟ სარქისიანი (სომხეთის პრეზიდენტი)
ილჰამ ალიევი (აზერბაიჯანის პრეზიდენტი) და სერჟ სარქისიანი (სომხეთის პრეზიდენტი) - Sputnik საქართველო
გამოწერა
რესპუბლიკის ლიდერის თქმით, მთიანი ყარაბაღი საერთაშორისო საზოგადოებამ თუ მინსკის ეუთოს ჯგუფმა აღიარა როგორც აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილი. მოვლენები, რომლებიც მოხდა ან შესაძლოა მოხდეს ყარაბაღში, აზერბაიჯანის საშინაო საქმეა.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანის საშინაო საქმეა და არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ შეუძლია მასში ჩარევა, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

მთიანი ყარაბაღი - Sputnik საქართველო
საფრანგეთისა და სომხეთის პრეზიდენტებმა ყარაბაღის კონფლიქტის საკითხი განიხილეს

"გასული წლის აპრილში განვითარებული მოვლენებისას სომხეთის მხარემ მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ქვეყნებს, რათა საომარი მოქმედებები მალე შეჩერებულიყო. შემდეგ ისინი ადანაშაულებდნენ კიდეც მათ, რომ დახმარება არ გაუწიეს. და ეს მაშინ, როდესაც ყარაბაღის კონფლიქტი ჩვენი საშინაო საქმეა. მთიანი ყარაბაღი საერთაშორისო საზოგადოებამ თუ მინსკის ეუთოს ჯგუფმა აღიარა როგორც აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილი. მოვლენები, რომლებიც მოხდა ან შესაძლოა მოხდეს ყარაბაღში, აზერბაიჯანის საშინაო საქმეა. არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ შეუძლია ჩაერიოს ჩვენს საშინაო საქმეებში", — ციტირებს ალიევის სიტყვებს პრეზიდენტის პრესსამსახური.

შეგახსენებთ: მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1991 წლის სექტემბერში სტეფანაკერტში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა. დღეისათვის აზერბაიჯანს დაკარგული აქვს კონტროლი ყარაბაღზე.

ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს. აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოითხოვს, ხოლო სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესების დამცველად გვევლინება, ვინაიდან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0