თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები უახლოეს ამხანაგურ მატჩს სენტ-კიტსისა და ნევისის გუნდის წინააღმდეგ 7 ივნისს გამართავს, იუწყება საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.
მატჩი თბილისში გაიმართება და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის მოლდოვის წინააღმდეგ მზადების ნაწილი გახდება, რომელიც კიშინიოვში 11 ივნისს შედგება.
სენტ-კიტსისა და ნევისის ნაკრები CONCACAF-ის ზონაში გამოდის, რომელიც ჩრდილო და ცენტრალური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ფეხბურთის კონფედერაციებს აერთიანებს. FIFA-ს მიმდინარე რეიტინგში გუნდი 73-ე პოზიციას იკავებს, საქართველო კი 126-ე ადგილზე იმყოფება.
ხუთი ჩატარებული მატჩის შემდეგ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში საქართველოს ნაკრები ორი ქულით მეხუთე ადგილს იკავებს და მოლდოვას ერთი ქულით უსწრებს წინ.
ჯგუფის ლიდერია სერბეთის ნაკრები, რომელმაც 24 მარტს თბილისში გამართულ მატჩში, საქართველო ანგარიშით 3:1 დაამარცხა.