საქართველოს პრეზიდენტი ლიტვაში 30 მარტს გაემგზავრება

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშივილნიუსი
ვილნიუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი ლატვიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ლიტვაში ვიზიტით გაემგზავრება.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 30 მარტს ვიზიტით ლიტვაში გაემგზავრება, განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

ვიზიტის დეტალური პროგრამა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ამ ვიზიტის დასრულების შემდეგ (საქართველოში ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტის — რედ.) საქართველოს პრეზიდენტი ლიტვაში გაემგზავრება. ლიტვის პრეზიდენტმა გუშინ ჩვენ ეს წარმატება (ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება — რედ.) უკვე მოგვილოცა", — განაცხადა ფხალაძემ. 

საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტები - Sputnik საქართველო
საქართველოში ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტი - რაზე შეთანხმდნენ მხარეები

საქართველოში ვიზიტით იმყოფება ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდ ვეიონისი, ვიზიტი 29 მარტს დასრულდება.

ქვეყანაში ლატვიის პრეზიდენტის ჩამოსვლა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას დაემთხვა, რომელიც ძალაში 28 მარტს შევიდა.

საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებით (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ჩასვლა უვიზოდ შეუძლიათ. ვიზა საჭირო არ არის ტურისტული, საქმიანი და სტუმრის სტატუსით ვიზიტის დროს.

საქართველომ და ლატვიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 11 მარტს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტისა და დანაშაულთან ბრძოლის სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0