საქართველომ ბრიუსელში საზეიმო მიღება მოაწყო

© FB / Георгий Квирикашвилиსაზეიმო მიღება ბრიუსელში
საზეიმო მიღება ბრიუსელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში ორგანიზებულ საზეიმო მიღებაში, რომელიც ევროკავშირის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას მიეძღვნა.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველო არ შეჩერდება ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მიღწევაზე და გააგრძელებს ევოპულ ინტეგრაციას, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში, ევროკომისიის ხელმძღვანელ ჟან-კლოდ იუნკერთან შეხვედრის შემდეგ.

ბელგია მეორე ქვეყანაა, რომელსაც კვირიკაშვილი უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ეწვია. ბრიუსელამდე ქართული დელეგაცია ათენში იმყოფებოდა.

"რეფორმების პროცესი არ შეჩერდება. საქართველო ერთგული რჩება, განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროკომისიის სამსახურებთან. პრეზიდენტ იუნკერთან შემდგომი ნაბიჯები განვიხილეთ, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს პარტნიორობას", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ვენეციაში - გონდოლა - წყლის ყველაზე უჩვეულო ტაქსი - Sputnik საქართველო
საქართველოში ევროპის ქვეყნებში ტურებზე მოთხოვნა გაიზარდა

ამასთან პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულება საქართველოს მთავარი პრიორიტეტი რჩება.

კვირიკაშვილმა ჟან-კლოდ-იუნკერს ევროკავშირის გზაზე გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ამ დღეს ისტორიული მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის მოქალაქეებისთვის. დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირში იმოგზაურონ უვიზოდ და დარჩნენ აქ 90 დღის გამავლობაში, როგორც ტურისტები, ასევე მოინახულონ თავიანთი ოჯახის წევრები, დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები. ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიერ ამბიციური რეფორმების განხორციელების წყალობით", — განაცხადა იუნკერმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის გარდა გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა ევროპის კავშირის პრეზიდენტ დონალდ ტუსკს. პრემიერმა ტუსკს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის საქმეში დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ ეს საქართველოში რეფორმების ჩატარებას შეუწყობს ხელს.

ტრიბუნა - Sputnik საქართველო
საგარეო უწყების „ცხელი ხაზი" საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ბრიუსელში ოფიციალური შეხვედრების შემდეგ უვიზო რეჟიმის ამოქმედების აღსანიშნავად საზეიმო მიღება გაიმართა.

საქართველო "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან. ეპროგრამა მიმართულია ექვსი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის (უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი) ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ. აქედან სამმა სახელმწიფომ (უკრაინა, საქართველო და მოლდოვა) 2014 წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. პროგრამა არ ითვალისწინებს ევროკავშირის წევრობას, მაგრამ პოლიტიკურ და ეკონომიკურ დაახლოებას ვარაუდობს.

ყველა ახალი ამბავი
0