საგარეო უწყების „ცხელი ხაზი" საგანგებო რეჟიმში მუშაობს

© photo: Sputnik / Stringerტრიბუნა
ტრიბუნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირება 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს სადღეღამისო ცხელი ხაზი".

28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ვიზიტებით უვიზოდ შეძლებენ ჩასვლას. ვიზა საჭირო არ არის ტურისტული, საქმიანი და სასტუმრო ვიზიტების დროს.

საქართველოს და ევროკავშირის პატარა დროშები თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
ჯარიმა და დეპორტაცია - რა ელის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დამრღვევებს

24 საათის განმავლობაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც შეეხება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ წესებს — რა დოკუმენტები უნდა იქონიონ თან, როგორია გასაჩივრების მექანიზმი, თუ არ იქნა მოქალაქე შეშვებული საზღვარზე და ა.შ." — განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ინგა კიკვაძემ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე (+995 32) 294 50 50 ნებისმიერ დროს და მიიღონ ინფორმაცია უვიზო რეჟიმის წესებთან და პროცედურებთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები საზღვარგარეთ. საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ინიციატივით ევროპის ქვეყნებში, სადაც საქართველოდან პირდაპირი ავიარეისები სრულდება, ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს საკონსულოს თანამშრომელი დახვდება.

© Sputnik / Maria Tsimintia ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები
 ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები   - Sputnik საქართველო
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები
ყველა ახალი ამბავი
0