ხულორდავა: ყველა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს ის პასუხისმგებლობა, რაც გვეკისრება

© photo: Sputnikსაქართველოსა და ევროკავშირის დროშები
საქართველოსა და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გააცნობიერონ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა.
ხულორდავა: ყველა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს ის პასუხისმგებლობა, რაც გვეკისრება

 

ეს პროცესი ჩვენი მოქალაქეების თვალწინ მიმდინარეობდა. ჩვენ ველოდით დღეს, როცა შევძლებდით გვეთქვა, რომ დღეიდან საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტით ევროკავშირის სივრცეში მოგზაურობა შეუძლია", — განაცხადა თამარ ხულორდავამ.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს დღე და გადაწყვეტილება ისტორიულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ტექნიკურად მარტივდება ევროპაში მოგზაურობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, არამედ ეს დღე არის სიმბოლო იმისა, რომ საქართველო იბრუნებს მის კუთვნილ ისტორიულ ადგილს ევროპულ თანამეგობრობაში.

თამარ ხულორდავამ მოუწოდა საქართველო მოქალაქებს, ზედმიწევნით მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით მიუდგნენ ამ საკითხს და დაიცვან ის რეგულაციები, რასაც ევროკავშირი აწესებს.

ყველა ახალი ამბავი
0