თბილისი, 28 მარტი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 28 მარტს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, ბერძნის, გრიშაშვილის, ვეზიროვის, ეფრემ მცირეს, ნადიკვარის, მარტვილის და ბეჟან კალანდაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას და ჯიქიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩარგლის, თიანეთის და სიხარულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
13:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.