თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინული ტელეარხის Zik-ის ყოველკვირეული თოქ-შოუს "სხვა უკრაინას" წამყვანობისთვის ემზადება.
უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მარტის დასაწყისში ოფიციალურად დაარეგისტრირა პოლიტიკური პარტია Рух Новых Сил, რომლის სათავეში სააკაშვილი დგას. საკუთარი პოლიტიკური ძალის შექმნის სურვილის შესახებ სააკაშვილმა 2016 წლის ნოემბერში განაცხადა და უკრაინის პარლამენტის ვადამდელი არჩევნების მიღწევას აპირებს.
"მთავარი მოვლენა დღეს — საინფორმაციო ბლოკადის ნაწილობრივი გარღვევა. Zik-ზე "სხვა უკრაინის" პირველი პროგრამა ჩავწერეთ, და ის ძალიან მწვავე გამოვიდა. ყოველ კვირას ამ გადაცემაში ისეთ უკრაინას გაჩვენებთ, რომელსაც არც ერთი არხი არ აჩვენებს", — წერს სააკაშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე.
საქართველოში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სააკაშვილმა დატოვა ქვეყანა, 2015 წლის მაისში კი უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. 2013 წლის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა და უკრაინის ხელისუფლებას არა ერთხელ მიმართა ექს-პრეზიდენტის გადმოცემის მოთხოვნით, მაგრამ უარი მიიღო.
2015 წლის მაისში სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა და ამ თანამდებობას 2016 წლის სექტემბრამდე იკავებდა. შემდგომში სააკაშვილისა და პოროშენკოს გზები გაიყო — ექს-გუბერნატორი ოპოზიციაში გადავიდა.