ვიზალიბერალიზაციის პირველი დღე: პრემიერი და სტუდენტები ევროპაში გაემგზავრნენ

© FB / Георгий Квирикашвили საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, შემდეგ კი ბრიუსელში ჩაფრინდება ევროკავშირის პირველ პირებთან მოლაპარაკებებისათვის.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველო პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების დღეს — 28 მარტს სიმბოლური ვიზიტით ათენსა და ბრიუსელში გაემგზავრა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე იტყობინებიან.

28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ შენგენის ზონის ქვეყნებში შევიდნენ 180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღის განმავლობაში.

„ეს გახლავთ საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი პასპორტი, რომლითაც მე დღეს მივემგზავრები ევროპაში“, — ამ სიტყვებით მიმართა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მათ საქართველოს მოქალაქის პასპორტი აჩვენა. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ისტორიული მოვლენა უწოდა.

საქართველოს და ევროკავშირის პატარა დროშები თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
ჯარიმა და დეპორტაცია - რა ელის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დამრღვევებს

„დღეს ისტორიული დღეა — საქართველოს მოქალაქეებისთვის უკვე საბოლოოდ იხსნება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის – უკეთ გაიცნონ ევროკავშირი, უკეთ შეიცნონ ის ღირებულებები, რაზეც დგას ევროკავშირი. ეს არის ჩვენი სტუდენტებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა, ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში. დღეს მივდივართ სტუდენტებთან ერთად ევროპის უძველეს კულტურულ დედაქალაქში — ათენში, სადაც გვექნება შეხვედრა უნივერსიტეტში, ასევე გაიმართება პოლიტიკური შეხვედრები. შუადღით გავემგზავრებით ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში — ბრიუსელში, სადაც ვიზეიმებთ ამ დიდ მიღწევას, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული, ინტენსიური შრომის შედეგია, არამედ ეს საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ჩართულობით გახდა შესაძლებელი. მინდა, მოგილოცოთ ეს დიდი, ისტორიული დღესასწაული“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე, ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის კლასიკური ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ირინა დარჩია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, არქეოლოგი დავით ლორთქიფანიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი ლევან გიგინეიშვილი, მწერალი ზურაბ ქარუმიძე, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტები, "სტარტაპ საქართველოს" მიერ დაფინანსებული ბენეფიციარები, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის მიმართულების წარმატებული სტუდენტები, სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინასებული ახალგაზრდები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული წარმატებული სტუდენტები, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები.

© Sputnik / Maria Tsimintia ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები
 ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები   - Sputnik საქართველო
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები

ყველა ახალი ამბავი
0