ორი ქართველი მოჭიდავე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში გავიდა

© FB / United World Wrestlingმოჭიდავეები
მოჭიდავეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ფინალში საფრანგეთისა და რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდებიან

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ავთანდილ კენჭაძე (-74 კგ) და გივი მაჭარაშვილი (-97 კგ) ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ, რომელმაც სტარტი უნგრეთის ქალაქ სომბათჰეიში დღეს აიღო, ნათქვამია UWW-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ზურაბ დათუნაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველმა მოჭიდავეებმა უნგრეთის ტურნირზე ოქრო და სამი ბრინჯაო მოიპოვეს

გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კენჭაძე ზელიმხან ჰადჯიევს შეხვდება, რომელიც საფრანგეთს წარმოადგენს, ხოლო მაჭარაშვილის მოწინააღმდეგე რუსეთის ნაკრების სახელით მოასპარეზე გიორგი გოგავაა.

კიდევ ერთი ქართველი მოჭიდავე ივერი ჯულაყიძე (-65 კგ) ვერცხლის მედლისთვის იბრძოლებს. მისი მოწინააღმდეგე კი საფრანგეთის წარმომადგენელი ილმან მუჰტაროვი იქნება.

U-23 ევროპის ჩემპიონატის პირველი დღის ფინალური ნაწილი თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0