კვირიკაშვილი: ეს გახლავთ ჩეულებრივი პასპორტი, რომლითაც მივემგზავრები დღეს ევროპაში

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
28 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მასმედიის წარმომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან ერთად ათენში უვიზოდ გაემგზავრა. ამის შესახებ იგი ჟურნლისტებს ესაუბრა.
კვირიკაშვილი: ეს გახლავთ ჩეულებრივი პასპორტი, რომლითაც მივემგზავრები დღეს ევროპაში

დღეს არის ისტორიული დღე. დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის უკვე საბოლოოდ იხსნება უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა შენგენის ქვეყნებში, ევროკავშირის ქვეყნებში", — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის – უკეთ გაიცნონ ევროკავშირი, უკეთ შეიცნონ ის ღირებულებები, რაზეც დგას ევროკავშირი.

ყველა ახალი ამბავი
0