კუკავა: რუსეთი ცდილობს დააკონსერვოს საქართველოსთან ურთიერთობები

გამოწერა

ქართველმა პოლიტიკოსმა რუსეთს მოუწოდა, ურთიერთპატივისცემის საფუძველზე საქართველოსთან ურთიერთობების დასარეგულირებლად გადადგას ნაბიჯები. იხილეთ "Sputnik–საქართველოს" ვიდეო, თუ რა განცხადება გააკეთა "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ.

პარტია თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ ბრიფინგზე რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის დარეგულირებისკენ და მის ღირსეულ პარტნიორად აღქმისკენ მოუწოდა.

"მოვუწოდებ რუსეთის ხელმძღვანელობას, პოლიტიკურ წრეებს, სერიოზულად მოეკიდონ ქართულ-რუსული ურთიერთობების საკითხს. ეს პროცესი ახლა არ მიმდინარეობს აქტიურად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთს ცალსახად არაფერი შეუძლია. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ხელმძღვანელობას, საქართველოს და ქართველ ერს პატივისცემით და ღირსეულად მიუდგნენ", — განაცხადა კუკავამ.

პოლიტიკოსის თქმით, ქართულ საზოგადოებაში კვლავ არსებობს "საკმაოდ დიდი სეგმენტი", რომლებსაც ამის იმედი აქვთ. "ეს სეგმენტი მცირდება, ხვალ უფრო ნაკლები იქნება, შესაძლოა 10-20 წლის შემდეგ საერთოდ აღარ იყვნენ ასეთი ადამიანები. მაგრამ ჯერ კიდევ არის ამის შესაძლებლობა, ამიტომ მოვუწოდებ რუსეთის ხელძღვანელობას, საქართველოს მოეპყროს ისე, როგორც ღირსეულ პარტნიორს", — დაამატა კუკავამ.

ყველა ახალი ამბავი
0