ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში მიემგზავრებიან

© Sputnik / Alexander ImedashviliГрსამშვიდობოები ავღანეთში მიემგზავრებიან
Грსამშვიდობოები ავღანეთში მიემგზავრებიან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართვისთვის ემზადებიან.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი სენაკში, გაიმართა, სადაც ჯარისკაცებს სიტყვით თავდაცვის მინიტრმა მიმართ, ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მე შესაძლებლობა მქონდა, გერმანიაში განსაკუთრებული სიტყვები მომესმინა გენერალ ჰოჯესისგან, თუ რა კვალიფიკაციით, პროფესიონალიზმითა და გამბედაობით გამოირჩევიან ჩვენი მეომრები. დარწმუნებული ვარ, ისინი ავღანეთშიც იგივე სულისკვეთებით გააგრძელებენ ამ საპასუხისმგებლო მისიას და მშვიდობით დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს, ჩვენს ქვეყანას. მინდა, ღვთის წყალობა ვუსურვო მათ", — თქვა საქართველოს თვდაცვის მინიტრმა.

ქართველ მშვიდობისმყოფელებს მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ ლაურა კუპერმა და აშშ-ის ელჩმა იან კელიმ. „ჩვენ ვაცნობიერებთ საქართველოს მიერ გაღებულ მსხვერპლს ავღანეთის ყველაზე ცხელ წერტილში, სადაც ქართველი ჯარისკაცები ამერიკელი პარტნიორების მხარდამხარ იბრძვიან. მადლობას გიხდით ავღანეთში კონტრიბუციისთვის. მინდა, 23-ე ბატალიონს მისიის წარმატებით შესრულება და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება ვუსურვო,“ — აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა. „ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია ამ ცერემონიალში მონაწილეობა. ეს სიმბოლური ღონისძიება ძალიან კარგად აღნიშნავს იმ მეგობრობასა და პარტნიორობას, რაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს შორის არსებობს. ამერიკა ძალიან აფასებს საქართველოს უდიდეს კონტრიბუციას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში. ყველა სამხედროს წარმატებული მისიის შესრულებას და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებ“, — განაცხადა იან კელიმ.

ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საბრძოლო დროშის გადაცემით დაიწყო. პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედროების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, დასავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი და მშვიდობისმყოფელების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ავღანეთში მყოფ III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებს. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.

ავღანეთში გამგზავრებამდე ქვედანაყოფმა გადასროლსიწინა წვრთნები ჯერ საქართველოში, შემდეგ კი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ჰოჰენფელზის სამხედრო ბაზაზე გაიარა.

ყველა ახალი ამბავი
0