სასტიკი მკვლელობა თურქეთში: საქართველოს მოქალაქეს 17 წლით პატიმრობა შეეფარდა

CC0 / Pixabay / AJEL / კანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლოები
კანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქე თურქეთში 2016 წელს მომხდარ მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს, მისი ორი თანამზრახველი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საქართველოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აზადა ომაროვა სამი პირის მკვლელობაში დამნაშავედ სცნო, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 17 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აზადა ომაროვა და კიდევ ორი ბრალდებული — ვუგარ გულიევი და ელნურ ანტესოვი საქართველოს პროკურატურამ 2016 წლის ივლისში დააკავა. საუბარია სასტიკ მკვლელობაზე, რომელიც გასული წლის იანვრის ბოლოს თურქეთის ქალაქ დუზჯეში მოხდა. მოკლულებს შორის არიან საქართველოს მოქალაქეები ემა შარიპოვა და მისი შვილიშვილი სახიბ გასანოვი, ასევე თურქეთს მოქალაქე ელნაზ შარიპოვა. ისინი თურქეთში მუშაობდნენ და ქალაქ მარნეულში მცხოვრებ ოჯახებს ფულით ეხმარებოდნენ.

პატრული - Sputnik საქართველო
თბილისში მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ იანვრის დასაწყისში მათთან სტუმრად ჩავიდა ქალაქ მარნეულში მცხოვრები აზადა ომაროვა. მოგვიანებით, 26 იანვარს, თურქეთში ასევე გაემგზავრა ელნურ ანტესოვი, რომელიც მეგობრობდა ომაროვასთან. მისგანვე ანტესოვისთვის გახდა ცნობილი მომავალ მსხვერპლთა საცხოვრებელი ადგილი.

თურქეთში ჩასვლის შემდეგ, ანტესოვი, სტამბულში გაემგზავრა, სადაც მის მეგობარს ვუგარ გულიევს შეხვდა. იქიდან ისინი ერთად გაემგზავრნენ დუზჯეში. სამივე ბოროტმოქმედი ერთად მივიდა შარიპოვებისა და გასანოვის სახლში, მძინარე მდგომარეობაში მყოფი ელნაზ შარიფოვა გაგუდეს, ხოლო ემა შარიფოვას და სახიბ გასანოვს ყელი გამოჭრეს, დაეუფლნენ ფულს, რომელსაც მოკლულები სახლში ინახავდნენ, პერსონალურ კომპიუტერს, მობილურ ტელეფონებს, ასევე სხვა ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მკვლელობის მეორე დღეს, 29 იანვარს, ბრალდებულებმა დატოვეს თურქეთის ტერიტორია და სარფის საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. იმავე დღეს თურქეთის პოლოციამ მოკლულების ცხედრები აღმოაჩინა.

ეჭვმიტაანილის დაკავება, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
კანიბალიზმის საქმე: კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით — უმწეო მდგომარეობაში მყოფი სამი პირის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, წარედგინათ, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

აღსანიშნავია, რომ აზადე ომაროვას თანამზრახველებმა აღიარეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაული, მაგრამ ვინაიდან მათ უარი განაცხადეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე, მათ საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო არსებითად იხილავს.

ყველა ახალი ამბავი
0