თბილისში მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

© Sputnik / Levan Avlabreliპატრული
პატრული - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ თბილისში 16 წლის მოზარდი მოკლეს.

თბილისი, 14  თებერვალი — Sputnik. 16 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციის თანამშრომლებმა 17 წლის მოზარდი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სასამართლო - Sputnik საქართველო
მკვლელობის მცდელობისთვის ყოფილ პოლიციელს 7,5 წლით პატიმრობა შეუფარდეს

მკვლელობა გუშინ, საღამოს რკინიგზის ვაგზლის სიახლოვეს მოხდა. მოზარდებმა იჩხუბეს, რის შემდეგაც ბრალდებულმა მოზარდს დანა დაარტყა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „განზრახ მკვლელობა“, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

იმავე დღეს თბილისში მეორე მკვლელობაც მოხდა — ცოტნე დადიანის გამზირზე მოზარდი მოკლეს. მომხდარის მიზეზი ასევე თანატოლებს შორის ჩხუბი გახდა. ყმაწვილს რამდენჯერმე დაარტყეს ცივი იარაღი. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ექიმებმა ახალგაზრდის გადარჩენა ვერ შეძლეს.

პოლიციამ ამ საქმეზე ორი ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

ყველა ახალი ამბავი
0