თბილისი, 26 მარტი — Sputnik. საქართველოს შსს–ს თანამშრომლებმა თბილისში, აწყურის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში გახსნეს.
ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია 1976 წელს დაბადებული დ. მ., რომელმაც მოქალაქეს ცივი იარაღის მუქარით "ოპელის" მარკის ავტომობილი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პოლიციამ გატაცებული ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება მიმდინარეობს ყაჩაღობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,გ"ქვეპუნქტით), რაც ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.