დემნა გვასალიას „მოდის ოსკარი" ელის

© photo: Demna Gvasalia Daily / FBდემნა გვასალია
დემნა გვასალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარული ბრენდის Vetements-ის დამდუძნებელი დემნა გვასალია შესაძლოა ისტორიაში შევიდეს, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის პირველი დიზაინერი, რომელმაც მოდის სამყაროს ყველაზე მაღალი ჯილდო მიიღო.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ქართული წარმოშობის ცნობილი დიზაინერი დემნა გვასალია მიიღებს ამერიკის მოდური დიზაინერების საბჭოს (CFDA) პრემიას, ე.წ. მოდის ოსკარს, ნათქვამია დიზაინერის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჯილდო ამერიკის მოდური დიზაინერების საბჭოს მიერ მოდის ინდუსტრიაში მიღწევებისთვის გადაეცემა. პირველად დაჯილდოების ცერემონია 1984 წელს გაიმართა და ნიუ-იორკში ყოველწლიურად ტარდება. გამარჯვებული აირჩევა კენჭისყრის გზით, რომელშიც მონაწილეობას იღებენ CFDA-ს წევრი დიზაინერები, რედაქტორები, სტილისტები და ბაიერები.

CFDA-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ წელს საერთაშორისო ჯილდო გადაეცემა დემნას. CFDA-ზე მაღალი დონის ჯილდო მოდის ინდუსტრიაში არ არსებობს. ამ ჯილდოს უმეტესად იღებენ მოდის დედაქალაქებიდან: ბრიტანელები, ფრანგები, იტალიელები. დემნა შევა ისტორიაში, როგორც პირველი დიზაინერი პოსტსაბჭოთა სივრციდან, რომელიც მოდის ოსკარს მიიღებს", — ნათქვამია განცხადებაში.

დაჯილდოება ნიუ-იორკში2017 წლის ივნისში გაიმართება. 

დემნა გვასალია The Fashion Awards-ზე - Sputnik საქართველო
დემნა გვასალიამ The Fashion Awards-ის ორი ჯილდო მიიღო

დემნა გვასალია მოდის სამყაროში დიდიხანია მოღვაწეობს. ქართველი დიზაინერი ნატიფი ხელოვნების ანტვერპენის სამეფო აკადემიის (Royal Academy of Fine Arts (Antwerp) კურსდამთავრებულია. 2009 წლიდან მუშაობდა ფრანგულ მოდის სახლ Maison Margiela-ში, სადაც ქალის კოლექციების ქმნიდა. 2013 წლიდან კი Louis Vuitton-ში გადავიდა.

გვასალია 2016 წლის ოქტომბერში მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი გახდა. მან ამერიკელი დიზაინერი ალექსანდრ ვონგი შეცვალა, რომელმაც Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის თანამდებობაზე ორ წელზე მეტი იმუშავა.

დემნა ასევე არის პოპულარული ბრენდის Vetements-ის ერთ-ერთი დამაარსებელი. Balenciaga-სთან აქტიური თანამშრომლობის მიუხედავად, ქართული დიხზაინერი Vetements-ის ბრენდს არ ტოვებს.

ყველა ახალი ამბავი
0