დემნა გვასალიამ The Fashion Awards-ის ორი ჯილდო მიიღო

© photo: Demna Gvasalia / FBდემნა გვასალია The Fashion Awards-ზე
დემნა გვასალია The Fashion Awards-ზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარულმა დიზაინერმა პირველი ჯილდო მიიღო კატეგორიაში International Urban Luxury Brand ქუჩის ტანსაცმლის ბრენდისთვის Vêtements, ხოლო ნომინაციაში International Ready-to-wear Designer – მოდის სახლ Balenciaga-ში შესრულებული ნამუშევრისთვის.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ქართული წარმოშობის ცნობილმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ ბრიტანული მოდის საბჭოს ყოველწლიური პრემია The Fashion Awards-ის ორი ჯილდო მიიღო.

მოდის ინდუსტრიის გამორჩეული მოღვაწეები 5 დეკემბერს ლონდონის ხელოვნებისა და მეცნიერების სამეფო დარბაზში დააჯილდოეს.

გვასალიამ პირველი ჯილდო მიიღო კატეგორიაში International Urban Luxury Brand ქუჩის ტანსაცმლის ბრენდისთვის Vêtements. ამ კატეგორიაში ქართველმა დიზაინერმა Adidas და Gosha Rubchinskiy მოიტოვა უკან. ჯილდო დემნას მერილინ მენსონმა გადასცა, იუწყებიან ორგანიზატორები.

მეორე ჯილდო მას ნომინაციაში International Ready-to-wear Designer ერგო მოდის სახლ Balenciaga-ში შესრულებული ნამუშევრისთვის. აქ მან რიკარდო ტიშისა და ალესანდრო მიკელეს გაუსწრო.

დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდნენ ლედი გაგა, ჯარედ ლეტო, ნაომი კემპბელი, კეიტ მოსი, დონატელა ვერსაჩე, სალმა ჰაიეკი და სხვები.

დემნა გვასალია ანტვერპენის ნატიფი ხელოვნების სამეფო აკადემიის (Antwerp Royal Academy of fine arts) კურსდამთავრებულია. 2009 წლიდან მუშაობდა Maison Margiela-ში. 2013 წლიდან გვასალია ფრანგულ მოდის სახლ Louis Vuitton-ში გადავიდა.

გვასალია გასული წლის ოქტომბერში მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლის Balenciaga კრეატიული დირექტორი გახდა.

დემნა ასევე არის პოპულარული ბრენდის Vetements დამაარსებელი.

ყველა ახალი ამბავი
0