თბილისში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

© RIA Novostiხანძარი
ხანძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექვსი სახანძრო ბრიგადა ებრძოდა ხანძარს, რომლის დროსაც ორი სახლი დაიწვა.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ნაძალადევის რაიონში, სუვოროვის ქუჩაზე ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ხანძარმა 120 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა. ცეცხლს ექვსი სახანძრო ბრიგადა ებრძოდა. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ხანძარი - არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
აღმოსავლეთ საქართველოში მომხდარ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ინფორმაციის თანახმად, კვამლი მეზობლებმა შენიშნეს და მაშინვე სახანძრო და საპატრულო სამსახურს დაუკავშირდნენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თავდაპირველად ხანძარი ქუჩის №9 სახლში გაჩნდა და შემდეგ გვერდით მდებარე ნაგებობას გადაეგო. ხანძრის შედეგად ნაწილობრივ დაიწვა ორი საცხოვრებელი სახლი. შემთხვევის დროს სახლში არავინ ყოფილა.

ადგილზე, მეხანძრეების გარდა, იმყოფებოდნენ პატრულის თანამშრომლები, სასწრაფო დახმარების ბრიგადა და რაიონული გამგეობის წარმომადგენლები.

"იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა მოგვმართავს, შესაბამისი კომისია ზარალის ანაზღაურების საკითხს განიხილავს", – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე ბეჟან ხუციშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0