ნანა ვარძელაშვილი პროექტში Ты супер! 25 მარტს გამოდის

© Sputnik / Levan AvlabreliТы - супер!-ის მონაწილე ნანა ვარძელაშვილი
Ты - супер!-ის მონაწილე ნანა ვარძელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნახეთ ნანა ვარძელაშვილის გამოსვლა ტელეარხ НТВ–სა და პორტალ "Sputnik საქართველოზე" 25 მარტს.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. პროექტის Ты супер! მონაწილე საქართველოდან ნანა ვარძელაშვილი НТВ–ს ეთერში 25 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე გამოვა. ტრანსლაცია ხელმისაწვდომი იქნება ასევე ვებ–გვერდზე "Sputnik საქართველო".

ტელეარხ НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის პროექტი Ты супер! ნიჭიერ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შანსს აძლევს საკუთარ თავზე განაცხადი გააკეთონ და დიდ სცენაზე გაიკვალონ გზა. მისი მონაწილეა ვოკალისტები რუსეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ესტონეთიდან.

ნანა ვარძელაშვილი 12 წლის არის. ის ქარელში ცხოვრობს. მას დედა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა, მამას პრაქტიკულად ვერ ნახულობს. ბებიას სამუშაოდ წასვლა საზღვარგარეთ მოუწია, რათა ობოლი შვილიშვილი არჩინოს. ამჟამად ნანა მეზობლებთან ცხოვრობს, რომლებიც დათანხმდნენ გოგონას დატოვებას, სანამ ბებია სხვა ქვეყანაში მუშაობს.

ნანა ვარძელაშვილს პროექტში Ты супер! თანაკლასელები და მეგობრები გულშემატკივრობენ - Sputnik საქართველო
პროექტის Ты супер! მონაწილე საქართველოდან: მუსიკა ყველაზე ერთგული მეგობარია

ნონა მღერის, რაც თავი ახსოვს. ამბობს, რომ ბევრს იმუშავებს, რომ არა მხოლოდ თავისი, არამედ დედის ოცნება აიხდინოს და მომღერალი გახდეს.

ნორჩი კონკურსანტების სამზადისის, ესტრადის ოსტატებთან შეხვედრების, მათი წარმატებებისა და გამარჯვებებისთვის თვალის დევნება პროფილურ რუბრიკებშია შესაძლებელი Sputnik-ის საიტებსა და ასევე სოციალურ ქსელებში. სოციალური ქსელების მომხმარებლებს შეუძლიათ კეთილი სურვილებით დაუჭირონ მხარი შოუს მონაწილეებს. ყველაზე გამორჩეულ სურვილებს Sputnik-ი ნიჭიერ ბავშვებს აუცილებლად გადასცემს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0