პროექტის Ты супер! მონაწილე საქართველოდან: მუსიკა ყველაზე ერთგული მეგობარია

© Sputnik / Denis Aslanovნანა ვარძელაშვილს პროექტში "Ты супер!" თანაკლასელები და მეგობრები გულშემატკივრობენ
ნანა ვარძელაშვილს პროექტში Ты супер! თანაკლასელები და მეგობრები გულშემატკივრობენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნახეთ ნანა ვარძელაშვილის გამოსვლა პროექტში Ты супер! НТВ-ს ეთერში და "Sputnik საქარველოს" ვებ-გვერდზე შაბათს, 25 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. არ არსებობს ცნება "სხვისი შვილი". თითოეული ადამიანის მოვალეობაა ბავშვების მიმართ ზრუნვა და სიყვარული, განსაკუთრებით ვინც ამას ყველაზე მეტად საჭიროებს — მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვების მიმართ.

ნანა ვარძელაშვილი ექვსი წლის იყო, როდესაც დედა დაკარგა, მამა არასდროს აქცევდა ყურადღებას და არც ნახულობდა. დედის გარდაცვალების შემდეგ ბებიას სამუშაოდ თურქეთში წასვლა მოუწია — ეს იყო გადარჩენისა და ბავშვის გამოკვების ერთადერთი შანსი.

პატარა ნანა ბებიამ მეზობლებს დაუტოვა. ისინი ცდილობენ, ნანას სიყვარული და მზრუნველობა არ მოაკლონ, ხოლო ბებია — უზრუნველყოს ნანა ყველაფერი აუცილებლით, მიუხედავად დაბალი ხელფასისა, რომელსაც ის თურქეთში იღებს.

ფოტოები, ტანსაცმელი, დედის ნივთები და მუსიკა — ესაა, რაც გოგონას ეხმარება ცხოვრებაში და იმედს არ აკარგვინებს. ამბობს, რომ ხშირად ესაუბრება დედას, მას ჰპირდება, რომ კარგად ისწავლის, მიაღწევს წარმატებებს, იმოგზაურებს სხვადასხვა ქვეყანაში, გაიგებს უამრავ ახალს და იმღერებს მაშინაც კი, როდესაც ცუდად იქნება.

© Sputnik / Denis Aslanovპროექტის "Ты супер!" მონაწილე ნანა ვარძელაშვილი და მისი პედაგოგი მანონი მანაგაძე
პროექტის Ты супер! მონაწილე ნანა ვარძელაშვილი და მისი პედაგოგი მანონი მანაგაძე - Sputnik საქართველო
პროექტის "Ты супер!" მონაწილე ნანა ვარძელაშვილი და მისი პედაგოგი მანონი მანაგაძე

"იცით, მუსიკა ჭრილობებს არჩენს. ეს ჩემი წამალია, ჩემი ყველაზე ერთგული მეგობარი. ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი დედაა და შეუძლებელია მისი დაკარგვით განცდილი გრძნობის გადმოცემა,. მე დედასთვის ვმღერი, ვცდილობ, ისეთი ვიყო, რომ ჩემით იამაყოს, ის ხომ მხედავს და ესმის ჩემი, ამაში დარწმუნებული ვარ", — აღნიშნა ნანამ.

გოგონა წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიაში, ქარელში სწავლობს. პედაგოგები ცდილობენ, ნანას არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ სიყვარულიც მისცენ და იზრუნონ მასზე, რომელიც მას ასე სჭირდება.

ახლა ნანა 12 წლის არის, ის გიმნაზიასთან არსებულ სასულიერო გუნდში მღერის, ასევე წირვის დროს ადგილობრივ ეკლესიაში გალობს. ოცნებობს, რომ ოდესმე დადგება სცენაზე და ნამდვილი მომღერალივით იმღერებს.

როდესაც მუსიკის პედაგოგმა მანონი მანაგაძემ ტელეარხ НТВ-ზე პროექტის Ты супер! შესახებ გაიგო, ნანას მაშინვე კასტინგში მონაწილეობა შესთავაზა. ნანას საკუთარი შესაძლო წარმატების არ სჯეროდა და ფიქრობდა, რომ ეს მხოლოდ დროის ფუჭად დაკარგვა იქნებოდა; შეუძლებლად მიაჩნდა, რომ ასეთი მასშტაბის კონკურსში და თან — სხვა ქვეყანაში მიიღებდა მონაწილეობას.

© Sputnik / Denis Aslanovპროექტის "Ты супер!" მონაწილე ნანა ვარძელაშვილი მეგობრებთან ერთად
პროექტის Ты супер! მონაწილე ნანა ვარძელაშვილი მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო
პროექტის "Ты супер!" მონაწილე ნანა ვარძელაშვილი მეგობრებთან ერთად

"ვინმეს ზაფხულში რომ ეთქვა ჩემთვის, რომ ახალ წელს მოსკოვში აღმოვჩნდებოდი, არ დავიჯერებდი. მე ხომ თბილისიც არ ვიცი კარგად. ჩემი მასწავლებელი მამეცადინებდა, ვმღეროდი მისი აკომპანემენტით. ჩავწერეთ ვიდეო მობილურ ტელეფონზე და НТВ-ს პროდიუსერებს გავუგზავნეთ. სხვა შესაძლებლობა არ გვქონდა. რა თქმა უნდა, არც მიფიქრია, რომ ვინმე დარეკავდა, მაგრამ დარეკეს. ეს ჩემთვის უდიდესი სიხარული იყო", — აღნიშნა ნანამ.

ნანამ მოსკოვში დედის ფოტო წაიღო. ამბობს, რომ ეს მისი თილისმაა, ოცნებობს თავის საყვარელ მომღერალ ქეთა თოფურიასთან შეხვედრაზე.

"დიდი ოცნება მაქვს, რომ ის გავიცნო, შევძლებ მასქართულად დაველაპარაკო. იმედი მაქვს, ეს ოცნება ამიხდება", — განაცხადა ნანამ.

შაბათს, 25 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე Ты супер!-ის შესარჩევი გამოცდის გაგრძელება გაიმართება, სადაც ნანა ვარძელაშვილის გამოსვლას აჩვენებენ. ტრანსლაცია ხელმისაწვდომი იქნება "Sputnik საქარველოს" ვებ-გვერდზე.

ტელეარხ НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის პროექტი Ты супер! ნიჭიერ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შანსს აძლევს საკუთარ თავზე განაცხადი გააკეთონ და დიდ სცენაზე გაიკვალონ გზა. მისი მონაწილეა ვოკალისტები რუსეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ესტონეთიდან.

თვალი მიადევნეთ ახალგაზრდა კონკურსანტების წარმატებებსა და გამარჯვებებს ვებ-გვერდზე "Sputnik საქართველო" და სოციალურ ქსელებში. ხმა მიეცით თქვენს საყვარელ მონაწილეს თქვენი ქვეყნიდან "Sputnik–საქართველოზე". ონლაინ-გამოკითხვის გამარჯვებულები დსთ-ის, საქართველოსა და ბალტიის ქვეყნებიდან შესაძლებლობას მიიღებენ, გამოვიდნენ რადიო Sputnik-ის ეთერში და მსმენელს ცხოვრებისეული საიდუმლო გაუზიარონ.

ყველა ახალი ამბავი
0