გუდაურში ფრანგი ტურისტი მაშველებმა ზვავიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს

გამოწერა
დაშავებული ფრანგი ტურისტი გუდაურის პირველადი დახმარების ცენტრ "ემერჯენსში" გადაიყვანეს.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" გუდაურის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ფრანგი ტურისტი გადაარჩინეს, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში სასრიალოდ ჩამოსული ფრანგი ტურისტი გუდაურში თვითნებურად გადავიდა სათხილამური გზიდან აკრძალულ ზონაში, რა დროსაც მთიდან მოწყვეტილმა უეცარმა ზვავმა იგი თოვლში ჩაითრია.

შსს-ს მაშველები - Sputnik საქართველო
შსს-ს მაშველებმა სერბი ტურისტი გადაარჩინეს

მთაზე მყოფმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შემთხვევა მალევე შეამჩნიეს და ტურისტს დახმარება ოპერატიულად გაუწიეს. ისინი სამაშველო ოპერაციას ორი საათის განმავლობაში ახორციელებდნენ, რის შედეგადაც ტურისტი ზვავიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს.

დაშავებული ტურისტი ვერტმფრენით "ყაზბეგი ჰელი კოპტერსის" დახმარებით გუდაურის პირველადი დახმარების ცენტრ "ემერჯენსში" გადაიყვანეს, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო გაუკვალავ თოვლში ზვავსაშიშროების საფრთხე გაიზარდა. "მთის კურორტების განვითარების კომპანია" მოთხილამურეებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, დაემორჩილონ სათხილამურო კურორტებზე ადმინისტრაციის წესებს და სათხილამურო გზებზე არსებულ მარკირებულ ნიშნებს. აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილის დაცვა: ლომისას, კობის, თრუსოს, ყაზბეგის, ჯუთას, უშბის, თეთნულდის, უშგულის, ბაკურიანის, გოდერძის, ბახმაროსა და თუშეთის ტერიტორიებზე გაუკვალავ თოვლში სრიალისას, ნათქვამია განცხადებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0