შსს-ს მაშველებმა სერბი ტურისტი გადაარჩინეს

გამოწერა
გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ ,,112" -ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ლომისას ქედზე 4 ტურისტი ჩამოწოლილ ზვავში მოჰყვა, რა დროსაც ერთი მათგანი მძიმედ დაშავდა.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik.  შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა  სერბი ტურისტი, 46 წლის მამაკაცი გადაარჩინეს, იუწყება შსს-ს პრეს-ცენტრი.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ,,112" —ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ლომისას ქედზე 4 ტურისტი ჩამოწოლილ ზვავში მოჰყვა, რა დროსაც ერთი მათგანი მძიმედ დაშავდა. 

მაშველები, კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე გაფრინდნენ. დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია. იგი თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადმოიყვანეს.


ყველა ახალი ამბავი
0