თავდაცვის სამინისტრო ე.წ. აქტიური სარეზერვო სამსახურის შემოღებას გეგმავს

© Ministry of Defence of Georgiaსაქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქტიური სარეზერვო სამსახურის საპილოტე პროექტების განხორციელებას თავდაცვის სამინისტრო 2018 წლიდან გეგმავს. სარეზერვო სამსახური სამი კომპონენტისგან შედგება – სპეციალისტების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და შეიარაღებული ძალების რეზერვი.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. როგორი იქნება ახალი სამხედრო სარეზერვო სისტემა და ამ მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი კონცეფცია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნუკრი გელაშვილის განმარტებით, აქტიური სარეზერვო სამსახური სამი კომპონენტისგან იქნება შედგენილი, ესენია: შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი. სამივე ტიპის რეზერვს თავის სპეციფიკური დანიშნულება ექნება.

სარეზერვო სისტემა ხდება ანაზღაურებადი და მოქალაქეებისთვის რეზერვის გავლა ნებაყოფლობითი იქნება. რეზერვისტები ორი სახის მომზადებას გაივლიან, საბრძოლო ინტენსიურსა და სამობილიზაციო მოკლევადიანს. 

ვლადიმერ ჩაჩიბაია - Sputnik საქართველო
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა აღადგინეს

მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ შემოდის აქტიური რეზერვი, რომელიც, თავის მხრივ, შედგება სამი კომპონენტისგან. მათ შორის არის სპეციალისტების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი, იგივე გვარდიის რეზერვი და შეიარაღებული ძალების რეზერვი. რეზერვის კონცეფციის დამტკიცებას აუცილებლად მოყვება გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები. რაც შეეხება დადებით მხარეებს, ეს იქნება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, განმტკიცება“, — განაცხადა ნუკრი გელაშვილმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში თავდაცვისუნარიანობის ხერხემალი გარკვეულწილად უნდა იყოს რეზერვი.

თავდაცვის სამინისტრო ამ საკითხზე უკვე რამდენიმე წელია მუშაობს და მინდა გითხრათ, რომ წარმოდგენილია ძალიან კარგი პროექტი. მსჯელობა–დისკუსია გაგრძელდება, მე მივესალმები თავდაცვის სამინისტროს პოზიციას, რომ საჯაროდ ხდება ამაზე მსჯელობა, დისკუსია და ამის შემდგომ უკვე წარმოდგენილი იქნება კანონპროექტის სახით“, — აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

აქტიური სარეზერვო სამსახურის საპილოტე პროექტების განხორციელებას თავდაცვის სამინისტრო 2018 წლიდან გეგმავს. უწყებაში მომზადებული სამხედრო სარეზერვო სამსახურის ახალი კონცეფციის გათვალისწინებით, შეიარაღებული ძალების რეზერვში ჩაირიცხებიან სერჟანტთა და კაპრალთა ის კატეგორიები, რომლებმაც ერთი კონტრაქტი მაინც დაასრულეს და გამოთქვეს სურვილი, იმსახურონ აქტიურ სარეზერვო სამსახურში. რაც შეეხება ტერიტორიულ რეზერვს, ის ეროვნული გვარდიის ბაზაზე შეიქმნება.

ყველა ახალი ამბავი
0