საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა აღადგინეს

© FB / Минобороны Грузииვლადიმერ ჩაჩიბაია
ვლადიმერ ჩაჩიბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავალდებულო სამხედრო სამსახურის სისტემა უწინდელისგან არსებითად განსხვავდება.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა აღადგინა, მაგრამ ახალი სისტემით.

სავალდებულო სამხედრო გაწვევა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას წინამორბედმა თინათინ ხიდაშელმა 2016 წლის ზაფხულში გააუქმა.

„აღნიშნული სამსახური საშუალებას აძლევს თითოეულ მოქალაქეს, სამხედრო მოსამსახურეს, სამსახური გააგრძელოს შეიარაღებული ძალების რიგებში, უკვე როგორც სამხედრო პროფესიონალმა. ასევე მას ექნება შანსი იმისა, რომ ჩაირიცხოს და სამხედრო აკადემიის ერთწლიან პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა და ასევე გააგრძელოს სერჟანტის კარიერა“, — განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

ახალწვეულები - Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო გაწვევის გაუქმების საკითხს სწავლობს

სავალდებულო სამხედრო სამსახურის ახალი სისტემა ძველისგან არსებითად განსხვავდება. ახალი წესებით, ახალწვეულები სამი თვის განმავლობაში გაივლიან სრულფასოვან საწყის საბრძოლო მომზადებას და სრულყოფილ სამხედრო მოსამსახურეებად ჩამოყალიბდებიან. გარდა ამისა, სამთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების გავლის შემდეგ, ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს, გარდა სამხედრო განწესში ყოფნისა, ყოველდღიურად ექნებათ საბრძოლო მომზადების საათები, ისევე, როგორც ამას საკონტრაქტო სამსახურში გადიან.

ჩაჩიბაიამ თავის მოადგილე შალვა ჯაბახიძესთან ერთად ახალწვეულები მოინახულა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

„ახალი მიდგომის მიზანს ის წარმოადგენს, რომ ორიენტირებული ვიყოთ საბრძოლო მომზადებაზე და არა მხოლოდ ობიექტების დაცვაზე. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები გაივლიან სრულყოფილ სამხედრო მომზადებას და მიიღებენ მონაწილეობას თითქმის ყველა სწავლებაში, რაც კი იმ ქვედანაყოფში ჩატარდება, სადაც იქნებიან ისინი გაწვეული“, — აღნიშნა ჯაბახიძემ.

ადრე ახალწვეულები სავალდებულო სამსახურის გავლისას ხშირად იცავდნენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან სახელმწიფო ობიექტებს. გარდა შეიარაღებული ძალებისა, მათ ანაწილებდნენ სხვა ძალოვან უწყებებში — შსს-ში, უშიშროების სამსახურში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.

საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა — სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.

სავალდებულო სამსახურში სამხედრო გაწვევას 2 ათასზე მეტი ადამიანი ექვემდებარება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.

ყველა ახალი ამბავი
0