თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ქალაქ რუსთავში არსებული 20 ბავშვთა ბაღიდან საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცი ამოიღო და ლაბორატორიულ შემოწმებაზე გაგზავნა, განაცხადა „Sputnik საქართველოსთან" რუსთავის ბავშვთა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკატერინე ხუციშვილმა.
რუსთავის ბავშვთა ბაღების კვების გაერთიანების სპეციალისტები ხორცის შემოწმებისას პროდუქტის ხარისხში ეჭვი შეიტანეს და ამის შესახებ ხელმძღვანელობას აცნობეს, რომელმაც, თავის მხრივ, საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა.
„ხორცის ვიზუალური დათვალიერებამ ჩვენი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, ჩვენ ეჭვი გაგვიჩნდა და ამიტომ სპეციალისტებს მივმართეთ. ჩვენ ვალდებული ვიყავით სააგენტო საქმის კურსში ჩაგვეყენებინა", — განაცხადა ხუციშვილმა.
მისი სიტყვებით, ამ მომენტისთვის საქონლის ხორციდან მომზადებული კერძები ბავშვთა ბაღების მენიუდან ამოღებულია და იგი ქათმის ხორცითაა ჩანაცვლებული.
რუსთავის ბავშვთა ბაღებს საკვები პოდუქტებით ტენდერში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს. ხუციშვილი არ გამორიცხავს, რომ ხორცი ხარისხიანია, რამდენადაც ადრე ამ მხრივ პრობლემები არ შექმნილა. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მათი შიში გამართლდება, აღნიშნული პროდუქტი განადგურებული იქნება.