კარალეთის საბავშვო ბაღიდან უნიტაზები მოიპარეს

გამოწერა
ჯერჯერობით ქურდობაში ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის მეორე საბავშვო ბაღიდან ორი უნიტაზი დაიკარგა, იუწყება შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი.

აღნიშნულ ფაქტს „საბავშვო ბაღების გაერთიანებაში“ ადასტურებენ. მათი განცხადებით, სოფლის სააღმზრდელო დაწესებულებიდან ის ქონება მოიპარეს, რომელიც გამგეობის ბალანსზე ირიცხებოდა.

„ეს ფაქტი რეორგანიზაციამდე მოხდა. როგორც გავარკვიეთ, სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ახალი, დაუმონტაჟებელი უნიტაზები წაიღეს. პოლიციაშიც განვაცხადეთ, თუმცა ამ ეტაპზე, ჩვენი ინფორმაციით, ეს ამბავი გაუხსნელია“, — აცხადებენ ბაღების გაერთიანებაში.

აღნიშნულ ფაქტს გორის შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიცია იძიებს.

ყველა ახალი ამბავი
0