საქართველო-სერბეთი: სტუმრები თბილისში იოლ მატჩს არ ელოდებიან

© AP Photo / Marko Drobnjakovicსერბეთის ფეხბურთის გუნდის მოთამაშეები
სერბეთის ფეხბურთის გუნდის მოთამაშეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთან შეხვედრის წინა დღეს სერბეთის გუნდის მთავარი მწვრთნელი თავის ნაკრებს მძიმე მატჩისთვის განაწყობს.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოსა და სერბეთის ნაკრებების შეხვედრის წინა დღეს, რომელიც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში 24 მარტს თბილისის "დინამო-არენას" სტადიონზე გაიმართება, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს სტუმართა მთავარი მწვრთნელი სლავოლიუბ მუსლინი და კაპიტანი ბრანისლავ ივანოვიჩი გაესაუბრნენ.

"საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ შეუძლია თამაში. მის შემადგენლობაში კარგი ფეხბურთელები არიან და ამჟამინდელ შესარჩევ ციკლში, მოლდოვასთან მეორე ტაიმის გარდა, ჯგუფის ყველა შეხვედრაში საქართველო კარგად გამოიყურებოდა და რა თქმა უნდა, ახლა მათ ორ ქულაზე მეტი უნდა ჰქონდეთ", — აღნიშნა მუსლინმა.

ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
ვაისი: კანკავა მოლდოვას წინააღმდეგ მატჩისთვის მზად იქნება

სერბმა სპეციალისტმა საკუთარ გუნდზეც ისაუბრა: "ადრე სერბეთის ნაკრები თავის პოტენციალს ბოლომდე არ იყენებდა. ახლა კი, მიმაჩნია, რომ სწორედ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ. ჩვენ გუნდურ ფეხბურთს ვაჩვენებთ და ლიდერთა შორის ვართ. გეთანხმებით, ადრე სტაბილურობა არ გვყოფნიდა და ეს რაღაც დოზით მენტალობის ბრალია. შესაძლოა, სერბებსა და ქართველებს შორის მენტალური კუთხით მსგავსება არის".

მსგავსებაზე ისაუბრა სერბების კაპიტანმა ბრანისლავ ივანოვიჩმაც, რომელიც პეტერბურგის "ზენიტში" თამაშობს. "ჩვენ შესარჩევ ჯგუფში ნამდვილად კარგი პოზიცია გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსთან თამაში ადვილი იქნება. ისეთ ჯგუფში ვართ, რომელშიც თითოეულს შეუძლია მეორეს მოუგოს და ამ მატჩში დაპირისპირება კარგად ორგანიზებულ და დაკომპლექტებულ გუნდთან მოგვიწევს".

ფეხბურთი - Sputnik საქართველო
საქართველო-სერბეთი: 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის პროგნოზი

ოთხი შესარჩევი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს "D" ჯგუფში ორი ქულა აქვს და მეხუთე ადგილს იკავებს, ხოლო სერბეთის ნაკრები რვა ქულით მეორე ადგილზეა.

მატჩზე იმსაჯებს გერმანული ბრიგადა 35 წლის ფელიქს ცვაიერის ხელმძღვანელობით.

"D" ჯგუფში კიდევ ორი მატჩი გაიმართება — ავსტრიის ნაკრები უმასპინძლებს მოლდოვას, ხოლო დუბლინში ერთმანეთს ორი ბრიტანული გუნდი — ირლანდია და უელსი შეხვდებიან.

საქართველო-სერბეთის მატჩი 24 მარტს თბილისის "დინამო-არენას" სტადიონზე 21 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0