ბასილაშვილი მაიამიში „მასტერსის" სერიის АТР-ის ტურნირის პირველ რაუნდში დამარცხდა

© FB / Memphis Openნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაიამის ტურნირიდან წამყვანი ჩოგბურთელების მოხსნის გამო, ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო რაუნდის ნაცვლად, თამაში მაშინვე ძირითადი რაუნდიდან დაიწყო, მაგრამ პირველივე მატჩში დამარცხდა.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. მაიამიში მასტერსის" სერიის АТР-ის ტურნირის პირველ რაუნდში საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელ ტომი რობრედოსთან ანგარიშით 6:3, 4:6, 2:6 დამარცხდა, იუწყება АТР-ის ოფიციალური ვებ-გვერდი. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილი მაიამის საჩოგბურთო ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდა

სასტარტო სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 59-ე პოზიციას იკავებს, ძალიან დამაჯერებლად დაიწყო. ბასილაშვილმა რობრედოს ჩაწოდება ორჯერ აიღო და ანგარიშით 4:0 დაწინაურდა. ამის შემდეგ ესპანელმა ზედიზედ სამი გეიმი მოიგო, მაგრამ ამან პარტიის მსვლელობაზე გავლენა ვერ იქონია და შედეგად ანგარიში 3:6 დამყარდა.

მეორე სეტში კორტზე თანაბარი ბრძოლა წარიმართა. თითოეულმა სპორტსმენმა მეტოქის ჩაწოდება აიღო და მეცხრე გეიმისათვის ანგარიში 4:4 იყო. თუმცა, ამ მომენტში ინიციატივა ესპანელთან გადავიდა, რომელმაც არამარტო საკუთარი ჩაწოდება, არამედ ბასილაშვილის ჩაწოდებაც აიღო.

ეს მატჩის საკვანძო მომენტი გახდა. მესამე გადამწყვეტი სეტისთვის ქართველმა ჩოგბურთელმა ძალების მობილიზება ვერ მოასწრო. ბასილაშვილს არ გამოსდიოდა პირველი ჩაწოდება, ის ბევრ არაიძულებით შეცდომას უშვებდა და უკანა ხაზზე არც ისე დამაჯერებლად მოქმედებდა. 

შედეგად რობრედომ ბოლო სეტი ანგარიშით 6:2 მოიგო და მეორე რაუნდში გადავიდა, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი სემ ქუერი იქნება.

მასტერსის" პირველ რაუნდში მონაწილეობამ ბასილაშვილს 10 სარეიტინგო ქულა და თითქმის 14000 დოლარი მოუტანა.მაიამის ტურნირი ოთხ აპრილამდე გაგრძელდება, მისი საერთო საპრიზო ფონდი თითქმის შვიდ მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0