ბასილაშვილი მაიამის საჩოგბურთო ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდა

© photo: Sputnikნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმის გამო, რომ მაიამის ტურნირს რამდენიმე წამყვანი ჩოგბურთელი გამოაკლდა, ნიკოლოზ ბასილაშვილი საკვალიფიკაციო რაუნდის ნაცვლად, თამაშს ძირითადი რაუნდით დაიწყებს.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამიში „მასტერსის“ სერიის АТР–ს ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდა, იუწყება АТР–ს ოფიციალური ვებ-გვერდი. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველმა ჩოგბურთელმა სოფიაში АТР-ის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

თავდაპირველად ქართველ ჩოგბურთელს ასპარეზობა საკვალიფიკაციო რაუნდით უნდა დაეწყო, სადაც ის პირველ ნომრად იყო განთესილი. თუმცა, რამდენიმე მოთამაშე, კერძოდ, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ენდი მარეი და გაელ მონფისი სხვადასხვა მიზეზით ტურნირს გამოაკლდა.

აქედან გამომდინარე, „მასტერსის“ ორგანიზატორებს ძირითადი ბადის შევსება საკვალიფიკაციო რაუნდის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე მოთამაშეებით მოუწიათ. ბუნებრივია, პირველ რიგში ასეთი მოთამაშე ნიკოლოზ ბასილაშვილი გახდა, რომელიც  АТР–ს რეიტინგში 59–ე ადგილს იკავებს.

პირველ რაუნდში 25 წლის ქართველი ჩოგბურთელი 34 წლის ესპანელ ტომი რობრედოს შეხვდება, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 438–ე პოზიციას იკავებს.

მაიამის ტურნირი ოთხ აპრილამდე გაგრძელდება, მისი საპრიზო ფონდი თითქმის შვიდ მილიონ დოლარს შეადგენს.


ყველა ახალი ამბავი
0