ქართველმა ჩოგბურთელმა სოფიაში АТР-ის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

© Sputnik / Alexander Imedashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოს მერვე ჩოგანთან გამარჯვების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი АТР-ის სერიის ტურნირის ნახევარფინალში მსოფლიოს მე-13 ჩოგანთან დამარცხდა.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოფიაში АТР-ის სერიის ტურნირის ნახევარფინალში გრიგორი დიმიტროვს ორ სეტში ანგარიშით 1:6, 3:6 დაუთმო და ბულგარეთში თავისი გამოსვლა დაასრულა. 

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი ჩოგბურთელი სოფიას ტურნირზე ხმაურიანი სენსაციის ავტორი გახდა

დიმიტროვი, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში მე-13 ადგილი უკავია, მშობლიური კორტების მხარდაჭერას გრძნობდა და პირველ სეტში შეუდარებელი იყო. ბულგარელმა ორჯერ მოიგერია  ბასილაშვილის ჩაწოდება, რამაც განსაზღვრა კიდეც მისი წარმატება.

ნახევარფინალის მეორე სეტი თანაბარი ძალებით წარიმართა. თუმცა, მერვე გეიმზე დიმიტროვმა კვლავ მოახერხა ქართველი ჩოგბურთელის ჩაწოდების აღება, რის შემდეგაც ფინალში გასვლა გაიფორმა, სადაც ბელგიელ დავიდ გოფენს შეხვდება.

ბასილაშვილმა სოფიაში გამართულ ტურნირზე 90 რეიტინგული ქულა მოიპოვა და თავისი საბანკო ანგარიშები დაახლოებით 25 ათასი ევროთი შეავსო.

АТР-ის განახლებულ რეიტინგში, რომელიც ორშაბათს, 13 თებერვალს გამოქვეყნდება, ქართველი ჩოგბურთელი, ალბათ, რამდენიმე პოზიციით წინ წაიწევს. ამ მომენტისთვის ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 87-ე ადგილზეა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0